­

SeqStudio გენეტიკური ანალიზატორი

 

Applied Biosystems-ის ახალი გენეტიკური ანალიზატორი SeqStudio წარმოადგენს მარტივად გამოსაყენებელ სამაგიდო სისტემას, რომელიც სანგერის სექვენირების და ფრაგმენტული ანალიზის ჩატარებას მაქსიმალურად ამარტივებს.

  • სისტემა მარტივად გამოიყენება ექსპერიმენტების ფართო სპექტრის შემთხვევაში. შედეგად მიიღება უნაკლო მონაცემები თანამედროვე, მოდერნიზებული სისტემის საშუალებით ხელმისაწვდომ ფასად.
  • მოქნილი, კომბინირებული სანგერის სექვენირება და ფრაგმენტული ანალიზი ერთი ფლეითის ფარგლებში, ერთ რეაქციაში, ერთდროულად.
  • SeqStudio გენეტიკური ანალიზატორი მაქსიმალურად ამცირებს ოპერირების დროს.
  • ინსტრუმენტზე გამოიყენება ინოვაციური კარტრიჯი, რომელიც მოიცავს ყველაფერს ერთ სისტემაში, ერთი პოლიმერით, რომლიც შესაძლებელს ხდის განხორციელდეს როგორც სექვენირება, ასევე ფრაგმენტული ანალიზი.
  • ნიმუშის შეტანის შემდეგ ვაკლიკებთ კარტრიჯის ღილაკს რეაქციის ინიციაციისთვის.

სისტემას არ ესაჭიროება ტექნიკური ექსპერტები გამოყენების და მოვლის პროცედურების შესასრულებლად, ასევე არ საჭიროებს კალიბრაციას ყოველი ექსპერიმენტის წინ, ინდივიდუალური კაპილარების, პოლიმერის და ანოდური ბუფერის ინსტალაციას.

  • გახსნის შემდეგ კარტრიჯი პლატფორმის შემადგენლობაში ვარგისია 4 თვის განმავლობაში.
  • სისწრაფე - Fast -რეჟიმში ექსპერიმენტის დრო შემცირებულია 30 წუთამდე.

 

 

გამოსაყენებლად მარტივი სისტემა

  • SeqStudio გენეტიკური ანალიზატორი შესაძლებელს ხდის განხორციელდეს კარტრიჯების ინდივიდუალური დიზაინი სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტისთვის.
  • კარტრიჯის უნიკალური დიზაინი საშუალებას იძლევა რამოდენიმე მომხმარებელმა გამოიყენოს ერთი SeqStudio გენეტიკური ანალიზატორი.
  • ინტერაქტიული სენსორული ეკრანი ამარტივებს პლანშეტზე ნიმუშების განაწილებას და რეაქციის სხვადასხვა პარამეტრის მითითებას.
  • შედეგების სხვადასხვა ფორმატი შეიძლება ვიხილოთ ეკრანზე და შევაფასოთ შედეგები;
  • Thermo Fisher Cloud - ის მეშვეობით გენეტიკური ანალიზატორის მონაცემები ხელმისაწვდომია მარტივად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი  ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერის, ტაბლეტის ან მობილური ტელეფონის საშუალებით.

 

სანგერის სექვენირების გამოყენების სფეროები:

  • პლაზმიდების სექვენირება;
  • ონკოლოგიური კვლევები, ახალი თაობის სექვენირების (NGS) შედეგების დადასტურება;
  • CRISPR-Cas9-ს მიერ გენომის ედიტინგის ანალიზი;
  • ადამიანის უჯრედული ხაზების ვალიდაცია;
  • მულტიპლექსურ ლიგაციაზე დამოკიდებული პრობების ამპლიფიკაციის (MLPA) ანალიზი ადამიანის გენომის ასლების ვარიაციის (CMV) დასადგენად;
  • სახეობათა იდენტიფიკაცია;
  • Applied Biosystems-ის  SNaPshot გენოტიპირება.

 

 

კაპილარების რაოდენობა 4
საღებავების რაოდენობა 6
ნიმუშის ფორმატი 96-ფოსოიანი სტანდარტული ფლეითი და სტანდარტული 8-ტუბიანი სტრიპები
გამოყენების სფეროები სანგერის სექვენირება (NGS ვალიდაცია, ინსერცია-დელეციები, ჰეტეროზიგოტების დეტექცია, მინორული ვარიაციების დეტექცია)
ფრაგმენტული ანალიზი (მიკროსატელიტური ანალიზი, MLPA™-თავსებადი, Applied Biosystems SNaPshot აპლიკაციები, უჯრედული ხაზების გამოვლენა)
მეორეული ანალიზის პროგრამა მოიცავს: სექვენს-ანალიზის პროგრამა
SeqScape პროგრამა
Variant Reporter პროგრამა
GeneMapper პროგრამა
Minor Variant Finder პროგრამა
Applied Biosystems ანალიზის მოდულები (Quality Check, Variant Analysis, და Next-Generation Confirmation) 
Seqstudio Cartridge
კაპილარის სიგრძე 28 სმ (მუშაობს POP-1 პოლიმერთან ერთად, თავსებადია როგორც გრძელი, ასევე მოკლე რიდების შემთხვევაში)
პოლიმერის ტიპი უნივერსალური პოლიმერი POP-1 (სექვენირების და ფრაგნმენტული ანალიზის შესასრულებლად)
ვარგისიანობის  ვადა პლატფორმაზე გახნიდან 4 თვე
   

 

                            

 

კატ. #

დასახელება

ზომა

A35644

SeqStudio™ Genetic Analyzer System with          SmartStart

სისტემა + SmartStart

A33671

SeqStudio™ Cartridge

125 ინექცია/500 რეაქცია

A33401

SeqStudio™ Cathode Buffer Container

4 კონტეინერი

A31923

SeqStudio™ Integrated Capillary Protector

1 თითოეულში